თბილისში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ძლიერი ქარის გამო ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკაში დაადასტურეს.

შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა. შედეგად, დაშავდა ორი ქალი.

„ოპტიმალ მედის“ ინფორმაციით, დაშავებული მათთან 14:13 საათზე 112-მა შეიყვანა. პაციენტს, 40 წლის ქალს, აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. კლინიკის ცნობით, მიღებული ტრავმები აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე ქალს „ბოკერიას კლინიკაში“ ოპერაცია უტარდება. „ბოკერიას კლინიკაში“ აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტი, ასევე 40 წლის ქალი, მათთან ბარძაყის მოტეხილობით შეიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა – კირილენკო
შემდეგი სტატიავრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლში საზღვაო ქვეითებმა შიდა ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ