თბილისში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა

მაზნიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 80 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა და გამომწვევი მიზეზები დგინდება.

banner
წინა სტატიაშიმეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე: სამი ან ოთხი შტორმი კიდევ და ბულვარისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება