თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავლაბარში, სპარტაკის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების განცხადებით, სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა და გამოსვლა ვერ მოასწრო. გაჩენილი ხანძარი სხვა სახლებსაც ემუქრებოდა, თუმცა მისი ჩაქრობა მყისიერად მოხდა.

ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა და დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებოდა 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ექსპერტ-კრიმინალისტები.

banner
წინა სტატიაშირიკოთის გვირაბთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიარიკოთთან მომხდარი ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა