თბილისში, დაისის ქუჩაზე გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ინტერპრესნიუსის”” ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დასაკავებლად.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
118-ე მუხლი — ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
236-ე მუხლი — ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ან ტარება.
















