თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

Crime Scene

მკვლელობა თბილისში. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცი, ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში, გარდაცვლილი იპოვეს. 39 წლის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

მშობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით ან თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს.

შემთხვევა ერთ-ერთი კომპიუტერული მომსახურების კომპანიის ეზოში მოხდა, მოკლული მამაკაცი თავადაც ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო.

როგორც ცნობილია, სამართალმდაცველებს მკვლელობის იარაღი არ დაუდგენიათ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობის 59% „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაგია გაჩეჩილაძე : მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე რეფერენდუმის ჩატარება კარგი იქნება