9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

თბილისში, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა

თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა. ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ესტუმრა.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ნიკო ნიკოლაძის კოშკზე, ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, პატრიარქის ბანერი გამოიფინა
შემდეგი სტატიატრამპი ირანს აფრთხილებს: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათის განმავლობაში არ გახსნის, აშშ მათ ელექტროსადგურებს დაარტყამს