თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

მორიგი დაპირისპირება თბილისში. დაჭრილია გოგი თოფაძის შვილიშვილი და კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა. ჩვენი ინფორმაციით, თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია უტარდება. კლინიკის ექიმები განმარტებას არ აკეთებენ. კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია არც შსს-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან თოფაძე ზურა ჟვანიას შვილმა დაჭრა.

შვილიშვილის დაჭრის ფაქტს ადასტურებს გოგი თოფაძეც და ამბობს, რომ ახალგაზრდას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილი ხდება , დაპირისპირება გამთენიისას, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ზესტაფონში, ქუთაისში და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს ეწვივნენ