თბილისში გაუჩინარებულ ისლანდიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებენ.
ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ქალის ძმამ გაავრცელა 18 თებერვლის ღამეს, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში, Expats in Tbilisi.
“ჩემი და, ეველინა, დაიკარგა თბილისში, ბოლოს კვირას ნახეს. პოლიცია უკვე ჩაერთო, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პოლიციას, თუ რაიმე სასარგებლო ინფორმაცია გაქვთ”,_ წერს სოციალურ ქსელში დაკარგულის ძმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 24 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
















