თბილისში გასახდომი საშუალებების მაღაზიის გაძარცვა სცადეს

თბილისში გასახდომი საშუალებების მაღაზია ჰერბალაიფის გაძარცვა სცადეს. ამ წუთებში თამარაშვილის ქუჩაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა ძარცვის მცდელობას და მაღაზიიდან გასახდომი საშუალებები არ მოუპარავთ.

Herbalife ამერიკული ბრენდია და დაბალანსებული კვების და წონის კონტროლისთვის განკუთვნილი პროდუქციით ვაჭრობს. კომპანიას, საქართველოს გარდა, მსოფლიოს კიდევ 94 ქვეყანაში ფლობს ფილიალებს.

banner
წინა სტატიაშისოხუმში პალმების მოჭრა დაიწყეს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებს ნება დართო საათი არ გადაწიონ