თბილისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

გვიან ღამით, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 3 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიტყიბულის შახტის და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო
შემდეგი სტატია”გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე“ – ”სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის გაძვირების შესახებ აფრთხილებს