თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი 2 სტუდენტის ცხედარი

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ახალგაზრდებს მოაკითხეს და რადგან კარი არავინ გააღო პოლიცია გამოიძახეს.

23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 115-მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილევან მგალობლიშვილი – დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემია ხელს შეუწყობს მედიაში აფხაზეთის თემების პოპულარიზაციას
შემდეგი სტატიაპარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს