თბილისში, ე.წ კანონიერი ქურდი გელა ჯოჯუა დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ის დაკავებულია ცეცხლსაროლი ირაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე.
მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით.