15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზრის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზრის გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.

ისინი ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ ერთადერთ საარსებო წყაროს ართმევენ. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზაც გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ ისინი სავალი ნაწილიდან გაიყვანა.

„მივმართავთ ბატონ კალაძეს, კობახიძეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ერთი ბაზარი, კი კერძოდ გაყიდეს და ვიღაცას ჩაუგდეს ხელში, მაგრამ ხალხისთვისაც უნდა იყოს. არ ვითხოვთ არანაირ დახმარებას, ფულს… რა ხდება ვერ გავიგეთ, არც ადმინისტრაცია გვცემს პასუხს, არც მერია. ვიცით, რომ მოლის აშენება უნდათ, გადაგვითხარეს ადგილი“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე პუბლიკასთან.

📸 მაუწყებელი

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: ის არის გონიერი ქვეყანა ოკუპაციის ქვეშა ვართ და ერთმანეთს რომ ვმტრობთ?