თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ასაკოვანი კაცი მოკლეს

თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ასაკოვანი კაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მოკლულის მეზობელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიყრილობა 14:00 საათზე დაიწყება-პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ დღეს ოფიციალურად დაასახელებს
შემდეგი სტატიაანალიტიკოსების შეფასება და მოსალოდნელი ფასი – თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმას 2 ახალი ფუნქციონალი დაემატა