11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

თბილისში ძალადობისთვის, წარსულში ნასამართლევი, 32 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს და მის მეგობრებს სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდათ ძმებთან: 1976 წელს დაბადებულ გ.ჯ.-სთან და 1973 წელს დაბადებულ მ.ჯ.ს-თან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, ჩხუბში მონაწილე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაბათუმში 23 წლის მამაკაცი მძმედ დაჭრეს – მკვლელობის მცდელობისთვივს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია დაკავებული