თბილისში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში, დონალდ რამსფელდის ფონდთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად 2016 წლის კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმზე 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავს.

ფორუმი რამსფელდის ფონდის პრეზიდენტმა, აშშ-ს თავდაცვის ყოფილმა მდივანმა – დონალდ რამსფელდმა გახსნა.

„ რეგიონული თანამშრომლობისთვის მსგავსი ინიციატივები აუცილებელია. მსგავსი ტიპის შეხვედრებს რამსფელდის ფონდის კურსდამთავრებულები ხშირად მართავენ და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. შეკრებები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით”,-განაცხადა დონალდ რამსფელდმა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი 105 000 ლარიანი „მერსედესი“ ყიდვის ფაქტს ეხმიანება
შემდეგი სტატია“ალფა-ბანკის” წერილებზე რა ვთქვა? გაბრაზება კი არა, დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე”