თბილისში დიდი რაოდენობით “მეტადონი” ამოვიღეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 2007 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირიოში, ნარკოდაჯგუფებების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს, მინიმუმ, 132 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაeCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი