თბილისში დღეს ორი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან

დღეს თბილისში ორი საპროტესტო აქციაა დაანონსებული – ზუსტად 18:00 საათზე ქალები ევროკავშირის ოფისთან აპირებენ მისვლას. სამოქალაქო აქტივისტები ბრიუსელის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა მიდის და მათი დახმარება ახლა ორმაგად საჭიროა.

ზუსტად 19:00 საათზე კი ხალხი ფილარმონიასთან აპირებს შეკრებას და მსვლელობა რუსთაველის გამზირამდე გაიმართება. ეს არის ტრადიციად ქცეული მსვლელობა, რომლითაც მოქალაქეები ახალ რეპრესიულ კანონს ეწინააღმდეგებიან.

უცვლელია შეუჩერებელი პროტესტის ორი მთავარი მოთხოვნაც – სინდისისი პატიმრების გათავსიუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

ჩვენ დავაანონსებთ ყოველ შაბათს დიდი დემონსტრაცია, გარდა იმისა, რაც ყოველდღიურად იმართება რუსთაველზე. ამიტომაც ყველა ველდოებით ფილარმონიასთან 19:00 საათზე, სადაც გაიმართება მანიფესტაციები პარლამენტის შენობის მიმართულებით. მთავარი სათქმელი ჩვენი იქნება ქიმიური იარაღით მოწამვლაზე. ეს რეჟიმი აღნიშNული დანაშაულის დაფარვას ცდილობს”, – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატია“ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ” – ტრამპი