თბილისში დამატებით 30 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში „ისუზუს“ (ISUZU) და „მენის“ (MAN) მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა.

ახალი ავტობუსები ექვს ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო რვა ნოემბერს – N1, N31, N124 მარშრუტებზე.

12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.

ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით, 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი „მენის“​ (MAN) და 220 ერთეული რვამეტრიანი „ისუზუს“ (ISUZU) მარკის ავტობუსები შეიძინა. 50 ერთეული „მენის“ (MAN) მარკის ავტობუსი თბილისში გაზაფხულზე შემოვიდა და მგზავრებს №50, 55 და 71 მარშრუტებზე ემსახურება. რაც შეეხება „ისუზუს“ (ISUZU) მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე 60 ერთეული შემოვიდა და 10 მარშრუტზე, N4, N10, N28, N34, N42, N56, N66, N78, N103 და N108-ზე გადანაწილდა.
როგორც „მენის“​ (MAN)​, ასევე „უსყზუს“ მარკის ავტობუსები „ევრო 6“ (EURO 6) ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშისიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში-ვეტერანები ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
შემდეგი სტატიაოთარ ანგურიძე – ოპოზიციიდან და სოციალისტური ჯგუფებიდან მინიმალური ხელფასის განაკვეთი ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების თემა იყო