თბილისში დაკარგული 12 წლის მოზარდი ქეთევან ქურდოვანიძე სამართალდამცველებმა იპოვეს

თბილისში დაკარგული 12 წლის მოზარდი ქეთევან ქურდოვანიძე სამართალდამცველებმა იპოვეს. ფაქტი “თაიმერს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი თბილისში იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს.

გაუჩინარებული მოზარდი ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.

ქეთევან ქურდოვანიძის ოჯახის ინფორმაციით, ის სახლიდან გუშინ 19:00საათზე გავიდა, რის შემდეგადაც სახლში არ დაბრუნებულა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ – 58 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17% – რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი ცნობილია
შემდეგი სტატია“გამიხარდა კაი ადამიანის გამარჯვება, აბა მიშას, რომ მოეგო ხომ არ გამიხარდებოდა” – ქიბარ ხალვაში ოცნების ოფისთან მივიდა