14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

თბილისში ციურიხის ქუჩაზე ბეტონის გალავანი ჩამოინგრა

ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ციურიხის ქუჩაზე ბეტონის გალავანი ჩამოიშალა და ავტომობილები მოიყოლა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და მეტროსადგურები („რუსთაველი“, „ვაჟა-ფშაველა“).

გაზრდილი გამოძახების გამო სამაშველო ჯგუფების დაგვიანების მიზეზით, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. მოსახლეობა მერიისგან მძიმე ტექნიკის მობილიზებას ელოდება.

banner
წინა სტატიაშიგომისმთის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ლაზიკასა და ანაკლიის პორტის იდეას ივანიშვილი ვერ მოკლავს, ის დიქტატურის გაგდების შემდეგ განხორციელდება