თბილისში, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული აფეთქდა

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული აფეთქდა. განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება”, – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა მარტვილში