თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტაქსი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა “მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლს 30 ლარი წაართვა და მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე იყვნენ მობილიზებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიყველაფერი კეთდება, რათა დროულად მოხდეს გარდაცვლილის გადმოსვენება და დაკავებულების გათავისუფლება – აბაშიშვილი
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის შვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული