თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშვებულებს შორის არასრულწლოვანია

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

„თბილისი, ბაგრატიონის ქუჩის 6ა ნომერში ჩამოწყდა ლიფტი, დაშავებულია 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ერთი კაცი და ორი ქალი. არაარულწლოვანს აღენიშნევა დაბეჟილობა და ნაკაწრები, ერთ კაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა, მეორე კაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაშიადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით
შემდეგი სტატიაროგორც პრემიერი ამბობს, ჯიგრულ პონტშიც კი ვერ გეუბნებიან, რომ გიორგი ნუ გეშინია