თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.

მანამდე, ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი – შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა”, – აცხადებს  შსს.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით
შემდეგი სტატიაადვოკატი: აზერბაიჯანმა მოითხოვა სადიგოვის დაკავება, ვეცდებით ექსტრადიცია არ მოხდეს