თბილისში, გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა.
როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















