თბილისში ავტომანქანის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაპატიმრის მიმართ გულგრილობა – პროკურატურამ ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალი წარუდგინა