თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა.
25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა სენაკში უკანონო იარაღი ამოიღეს
შემდეგი სტატიაჯონ ქერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს