თბილისში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-თან მებრძოლი სახელმწიფო მანქანა ქვეყანაში აზრის პოლიციას ქმნის“
შემდეგი სტატიადავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის განყოფილება დატოვა