თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ეკლესიასთან თანამშრომლობა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მოვალეობაა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს