6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 31 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეზობლად მცხოვრებ –  2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ბ.ბ.-მ იგი დაითანხმა, რომ  მსგავსი შინაარსის ფოტო  მისთვისაც გაეგზავნა. საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას  სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიარუსთავში 37 წლის მამაკაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი