თბილისში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 28 და 21 წლის მამაკაცები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ ფლორიდაში ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა
შემდეგი სტატიამარნეულში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკვეს