თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – კაკულიები დააკავეს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. მათ ორი ადამიანი დაჭრეს.

სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ავტომობილში სხდებოდნენ, როცა ნიღბიანები, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ მათ თავს დაესხნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ფონიჭალაში დააკავეს მაშინ, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. დაკავებულები ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. უცნობია როგორ შეძლეს მათ სომხეთიდან საქართველოში შემოსვლა.

შსს-მ ჩვენი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა. უწყების ცნობით, ძმები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არიან დაკავებულები. დაკავებულების დედამ ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა.

წარსულში არსებობდა ვერსია, რომ ძმები კაკულიები იყვნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია არ დადასტურებულა. ცნობისთვის, ძმები კაკულიები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი და 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მართავენ