თბილისში აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ

თბილისში, აქციაზე მიმავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და მისი თანამაშრომლები ავარიაში მოყვნენ.

საგარეჯოს შესასვლელში, მერის ავტომანქანა, წინ მიმავალ სამარშუტო ტაქსის შეეჯახა.

მერი და მისი თანამშრომლები ამჟამად საგარეჯოს საავადმყოფოში იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს თავი აქვს გატეხილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო , რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში„გულისამრევი და სამარცხვინოა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრის კუხიანიძის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასასტუმრო “ჰოლიდეინში” ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა