14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

თბილისში აფხაზი ბლოგერისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე აქტიურად მომუშავე დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისში აფხაზი ბლოგერისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე აქტიურად მომუშავე დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 30 წლის ბლოგერი 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და სოციალურ ქსელებში ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ აქტიურად საუბრობდა.

ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი კიდევ ორი პირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დაურ ბუავას ხვალ, 2 სექტემბერს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მისი გარდაცვალება განსაკუთრებით მძიმე დანაკარგია მათთვის, ვინც ბუავას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეის ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერად იცნობდა.

banner
წინა სტატიაშისვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ
შემდეგი სტატიაგიგა ფარულავა: „ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, მიმდინარე ანექსიას პასუხობს დანაშაულებრივი დუმილით