თბილისში აფხაზეთის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილ შშმ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დააფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით დღეს თბილისში აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილზე მივიდა, შშმ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თოვლის ბაბუასთან ერთად სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ