თბილისში ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის

თბილისში ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის. ამერიკელი სენატორი პირველ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს, ხვალ კი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს შეხვდება.მთავარი თემები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა, სანქციები და შეჩერებული ფინანსური დახმარება იქნება.

ჯინ შაჰინი იმ საკანონმდებლო ინიციატივის სპონსორია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ყველა იმ ინდივიდუალური პირის მიმართ, რომელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას აშორებს. საკანონმდებლო ინიციატივას სახელად “ქართველი ხალხის” აქტი ჰქვია.

banner
წინა სტატიაშიიმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით – ბაიდენი ზურაბიშვილს
შემდეგი სტატიაუკრაინის გენერალურმა შტაბმა „ლიპეცკის“ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა დაადასტურა