თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს

აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან ავარია მოხდა

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, მედიაჰოლდინგ „CLIP Art”-ის ოფისი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ოფისში დოკუმენტაცია იყო მიმოფანტული და კარები გატეხილი. ჯერ უცნობია, რა წაიღეს მედიაჰოლდინგიდან. გამოძიებამ, სავარაუდოდ, უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

 

 

 

წყარო WWW.1TV.GE

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში – ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილის თქმით, ავლაბარში, ყოფილი სამხედრო ტერიტორია კახა კალაძის მფლობელობაშია