თბილისში ახალი საბაგიროების აშენება იგეგმება

თბილისში დამატებით ახალი საბაგიროების აშენება იგეგმება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპზე შერჩეულია სამი არეალი, სადაც შესაძლებელი საბაგიროების პროექტის განხორციელება. კალაძის თქმით ეს ლოკაციებია სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი -თემქა და სამება-მახათის მთა. მისივე ინფორმაციით, თუ სად გაკეთდება საბაგიროები პირველ ეტაპზე, საკითხზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომელსაც 5 თვე დასჭირდება.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება: ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი -თემქა და სამება-მახათის მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება. დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაიხარჯება და 5 თვე დასჭირდება ამ კვლევის ჩატარებას. სრული სურათი გვექნება, პრიორიტეტების მიხედვით თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ამ ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. სამივე მიმართულებაზე ძალლიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსებია“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშერჩევითი სამართლის მაგალითი – ოპოზიცია ლევან ჯიბღაშვილის საქმეს ეხმაურება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლება და რომელიც უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ