თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. იტალიურ ეზოში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გადახურვაზე გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხდებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
















