თბილისში 80 წლის კრიტიკული პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

80 წლის ინფიცირებული ქალი, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

“ის 18 დღის წინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, კრიტიკული მდგომარეობით. სახეზე იყო გულის, ფილტვის, თირკმლის მწვავე უკმარისობა, პროტოკოლის შედეგად ჩატარებული ორჯერადი ტესტის შედეგად დაფიქისრებულია უარყოფითი პასუხი და ის სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს კლინიკას”,-აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, პაციენტმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დატოვა და ის სტანდარტულ სამკურნალო პალატაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გერასიმე შარაშერიძე:მრევლი ყველა წესსა და რეკომენდაციას ითვალისწინებს
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ენგურის ხიდზე მორიგე ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალს შეხვდა