თბილისში 65 წლის კაცმა ცოლი მოკლა

ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში – 65 წლის კაცმა 58 წლის მეუღლე მოკლა. ინფორმაციას შსს ავრცელებს და წერს, რომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

შსს წერს, რომ დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას.

მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, – წერს შსს.

წინა სტატიაშიკარლ ნეჰამერი – საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა ამის მიუხედავად, რეგიონში საქართველო აღიქმება, როგორც ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის; ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი კარგი ურთიერთობებისთვის
შემდეგი სტატიაკლინიკა „ვივამედთან” მყოფ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს