12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

თბილისში 29 წლის მამაკაცზე ფიზიკურად ძალადობისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით 4 პირი – 1998 წელს დაბადებული თ.ტ., 2000 წელს დაბადებული გ.ტ., 2005 წელს დაბადებული ვ.ს. და 1997 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 16 იანვარს, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს 1997 წელს დაბადებულ მ.ხ.-ზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე  დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც  ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კილოგრამამდე “მეთადონი” – ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიატრამპის ადმინისტრაციამ ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად მარკო რუბიო და ტონი ბლერი დაასახელა