17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება

თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება, რისთვისაც 50 მლნ ლარია გათვალისწინებული.

როგორც ბიზნესპრესნიუსი წერს, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფო თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება. დოკუმენტის თანახმად, პროექტის მიზანია არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და საწოლფონდის დეფიციტის აღმოფხვრა, სამედიცინო სიმძლავრეების გაფართოება და ახალი, სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა. ახალი ინფრასტრუქტურა ჯამში 259 საწოლს მოიცავს, მათ შორის 174 ფსიქიატრიულ და 85 ნარკოლოგიურ საწოლს. მათივე ცნობით, დოკუმენტის თანახმად, 2027–2031 წლებში სამშენებლო სამუშაოებისთვის ყოველწლიურად 8 მლნ ლარია გათვალისწინებული, ჯამში 40 მლნ ლარი, ხოლო ტექნოლოგიური აღჭურვისთვის 2030 წელს 6 მლნ, 2031 წელს კი 4 მლნ ლარი გამოიყოფა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პატარიძე: ვიდეოში ჩანს, რომ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა