თბილისში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს

თბილისში 20 წლის ფეხბურთელი მოკლესთბილისში ხელვაჩაურის “მაჭახელას” 20 წლის თავდამსხმელი თენგო ფერსელიძე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკლელობამდე ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, თენგო დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც მას ერთ-ერთ პირთან უთანხმოება მოუვიდა და ისინი ურათიერთობის გასარკვევად ქუჩაში გავიდნენ.

შსს-ს ბოროტმოქმედი უკვე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამთენიისას, თბილისში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1995 წელს დაბადებულ თენგიზ ფ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

წყარო: “პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიროგორ მოხვდა ილჰამ ალიევი დიდი ოცეულის (G-20) სამიტზე…?
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ