თბილისში 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა – ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა

გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 20 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგონა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელი – საქართველოს მთავრობასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს