თბილისში 2 მოზარდი დაჭრეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მიიყვანეს, სავარაუდოდ, არასრულწოვნები. სხვადასხვა მედიის ცნობით, დაჭრილები 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთს ფილტვის, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აქვთ ჭრილობა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს საავადმყოფოში დაჭრილების მიყვანას. თუმცა, ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს – მათ შორის, არც იმაზე არიან თუ არა არასრულწლოვნები, ან რომელი სკოლიდან.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩაატარა
შემდეგი სტატიარიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა გამკაცრდა