თბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს

თბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა „რეგიონულ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რა ვითარებაში დაჭრეს მოზარდი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

banner
წინა სტატიაშიმცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი არასრულწლოვნების გამოკითხვაზე – ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია მივიღეთ – დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ