(video) თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

13fdssdfsთბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. ფიცი სახელმწიფოს წინაშე რეკრუტებმა დადეს.

ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

მანამდე კი, თავისუფლების მოედნაზე შეკრებილებმა საქართველოს დამოუკდებლობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

წელს პირველად ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონშიც გაიმართა – კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში.

წელსვე, პირველად, ფიცის დადების ცერემონიალში საქართვრლოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი და აშშ-ის ძალების ორკესტრი.

ღონისძიების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე გადაიფრინა 4-მა ვერტმფრენმა საქართველოს სახელმწიფო დროშებით.

https://youtu.be/Bcm35kMTqTI

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა