თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 7 პირი.

თბილისში დააკავეს:

1990 წელს დაბადებული ქ.ი. ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა.
1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.თ. ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 17 საბრძოლო ვაზნა
1960 წელს დაბადებული ზ.ფ. ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ხ. ამოიღეს ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა და გასაშლელი დანა.
ზუგდიდში დააკავეს 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ.ჯ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რუსთავში 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. პოლიციამ რუსთავში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა.

ყვარელში 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშილიეტუვამ უკრაინას ნაღმტყორცნები გადასცა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 2019 წლიდან ჩაკეტილი იყო, სააღდგომოდ გაიხსნა